რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

17-წლამდე გოგონათა ამხანაგური მატჩები უკრაინასთან

ოთხშაბათი, 19.09.2018

საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი 19 და 21 სექტემბერს, თბილისის „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უკრაინის 17-წლამდე ნაკრებს უმაპინძლებს. ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ  უახლოესი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა:

სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი, ანი აკობიძე, ქეთევან ცაავა, მეგი ეჯიბია, მაიკო ბებია, მეგი გოციტიძე, ლიზი მწყერაშვილი, ლანა მჟავია, ანასტასია ბოლქვაძე, ანა წულაია, ნათელა წოწერია, ნათია თავართქილაძე, მანანა ვაშაკიძე, ეკატერინე ჩირგაძე, ანი ლომსაძე, ნათია დანელია, მარიამ გოროზია.