რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

სფფ სტიუარდთა შერჩევის პროცესს აგრძელებს

ხუთშაბათი, 13.09.2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტიუარდების შერჩევა-გადამზადების პროცესს აგრძელებს. კურსები ითვალისწინებს შესაბამის სასწავლო პროგრამას, რომელიც შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან.

კანდიდატთა შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება. გასაუბრებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] განაცხადთა მიღება იწარმოებს 14 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. 

სტიუარდთა გადამზადების კურსზე შერჩეულ პირებს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში,  გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და მომავალში მიეცემათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ საფეხბურთო ცხოვრებაში.