რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე სწავლება გრძელდება

სამშაბათი, 11.09.2018

10 სექტემბერს სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის მეორე მოდულის სწავლება დაიწყო. სასწავლო პროცესი მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგარძელდება. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის აღნიშნულ მოდულს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი გენადი სკურტული ესწრება. კურსი, სწორედ მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს და მეცადინეობა, ტრადიციულად, თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს. 

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსმა განახლებული ფორმატით სტარტი 30 აპრილს აიღო. ამიერიდან, კურსი 6 მოდულისგან შედგება და ლიცენზიის მაძიებლები მას ოთხი ტუტორის დახმარებით ერთი წლის განმავლობაში შეისწავლიან. მიმდინარე კურსზე 20 მსმენელი ირიცხება.