რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

პარასკევი, 07.09.2018

საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი 29 აგვისტოდან სასტუმრო „მოხალისეში“ შეიკრიბა და ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ქართველი გოგონები 6 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან 7 და 9 სექტემბერს ორ შეხვედრას გამართავენ.

19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი მატჩებისთვის გუნდში 18 მოთამაშეს უხმო. 

მეკარეები: თათია გაბუნია (ქსკ ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნიკე, თბილისი)

მცველები: მარიამ ჯანიკაშვილი (თბილისის თბილისი), მარიამ კალანდაძე (ქსკ ლანჩხუთი), ანა ჯოჯუა (ქსკ ლანჩხუთი), ელენე რაუხი (თბილისის თბილისი), ანი მინაძე (თბილისის თბილისი), ნინო გუჯაბიძე (ქსკ ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ანა წულაია (კოლხეთი, ხობი), ანა გაბედავა (სამეგრელო 2017, ჩხოროწყუ), სოფიკო ნარსია (ნიკე, თბილისი), ქრისტინე კენჭოშვილი (თბილისის თბილისი), ამალია ხანდაზიანი (ნიკე, თბილისი), მეგი ეჯიბია (ნიკე, თბილისი)

თავდამსხმელი: ნათელა წოწერია (ქსკ ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი (თბილისის თბილისი)