რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

21-წლამდელების სამზადისი

სამშაბათი, 04.09.2018

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლიეტუვაშია. გია ცეცაძის გუნდი ქალაქ კლაიპედაში დაბინავდა და დღეს უკვე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. გუნდს შეუერთდნენ ლეგიონერებიც. ერთადერთი ფეხბურთელი გიორგი ქანთარიაა, რომელიც დღეს საღამოდან უკვე ნაკრებთან ერთად იქნება.

ევროშესარჩევი მატჩი ლიეტუვას წინააღმდეგ 7 სექტემბერს გაიმართება. 11 სექტემბერს კი ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მალტასთან.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი ჩოჩიშვილი (სიონი), ოთო გოშაძე (დინამო ბთ);

მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა ნოზაძე (სიონი), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი), გიორგი თევზაძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).