რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

''ტატიშვილი'' უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზეა

ხუთშაბათი, 30.08.2018

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა "ტატიშვილმა" წარმატებით დაძლია უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი. პირველ ტურში შვეიცარიულ ''ფიდელთან'' 5:5-ის შემდეგ, ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ქართველებმა მასპინძელი კიშინიოვის ''დინამო'' 3:1 დაამარცხეს. გოლები გიორგი ტიკურიშვილმა (ორჯერ) და ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანეს.

მეინ-რაუნდში "ტატიშვილის" მეტოქეები იქნებიან ყაზახური ''აქტობე'', ხორვატული ''ნოვო ვრიემე'' და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის გამარჯვებული.

მატჩებს 2-7 ოქტომბერს ხორვატია უმასპინძლებს.