რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

მოხალისეში უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსის მესამე მოდული მიმდინარეობს

ხუთშაბათი, 16.08.2018

სასტუმრომოხალისეშიუეფას მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის - Pro ლიცენზიის კურსის მესამე მოდული მიმდინარეობს

მოდულის მესამე დღეს კრის ვანდერ ჰაგენი უძღვება, რომელიც სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის იმყოფება საქართველოში. უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი, მის კოლეგასთან, გენადი სკურტულთან ერთად თამაშების ანალიზს განიხილავს.

მსმენელებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მუნდიალზე წარმატებული გამოსვლის შესახებ პრეზენტაცია წარედგინათ.  

უეფას მწვრთნელთა განათლების აღნიშნული მოდული 17 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრშიბასაზეტუტორთა გადამზადების მომდევნო სემინარით დასრულდება.

მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის მომდევნო მოდული მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება.