რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

მოხალისეში უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მესამე მოდული დაიწყო

სამშაბათი, 14.08.2018

14 აგვისტოს, სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მესამე მოდული დაიწყო. აღნიშნული მოდულის მთავარი თემა თამაშის ანალიზი იქნება. მსმენელები, ტუტორებთან და უეფადან მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, გასული მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს განიხილავენ და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილების ხელმძღვანელისგან, კრის ვანდერ ჰაგენისგან აღნიშნული ქვეყნის ეროვნული ნაკრების მუნდიალზე წარმატებული გამოსვლის ანალიზს მოისმენენ. 

ვასილ მაისურაძე - მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი: „მესამე მოდული დავიწყეთ, რომელსაც ესწრებიან ჩვენი მეგობრები, უეფას ჟირა პანელის წევრები, გენადი სკურტული და კრის ვანდერ ჰაგენი. სწორედ ისინი უძღვებიან Pro ლიცენზიის კურსს. მესამე მოდულის მთავარი თემა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისა და კონკრეტულად ბელგიის ნაკრების ასპარეზობის ანალიზი იქნება. ბელგიელთა წარმატებული გამოსვლის შესახებ კრისი ისაუბრებს.“

კრის ვანდერ ჰაგენი - უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი: „მესამე მოდულში მთავარ აქცენტს თამაშის ანალიზზე გავაკეთებთ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სასწავლო კურსის ამ ნაწილის განსახილველად, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ახლახანს დასრულდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უამრავი უმაღლეს დონეზე გამართული მატჩი ახალი ტენდენციებით, რომელთა გაანალიზებაც საინტერესო უნდა იყოს მწვრთნელებისთვის.“

უეფას მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის მომდევნო მოდული მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება.