რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

მსაჯთა კორპუსი შეკრებაზე მიემგზავრება

ხუთშაბათი, 09.02.2017

10 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით 51 ქართველი მსაჯი თურქეთის ქალაქ სიდეში ორ ეტაპიან შეკრებას გაივლის. 10-დან 17 თებერვლის ჩათვლით მსაჯთა ერთი ჯგუფი გაემგზავრება თურქეთში, 17-დან 24-ის ჩათვლით კი, მეორე ჯგუფი გაივლის შეკრებას. 

შეკრების ოთხი დღე სემინარებს დაეთმობა. რომელსაც უეფას მსაჯთა კონვენციის კოორდინატორი იორნ ვესტ ლარსენი ჩაატარებს. მსაჯები ასევე გაეცნობიან სიახლეებს თამაშის წესებში და თანამედროვე მიდგომებს. ფიზიკურ ტესტებთან ერთად კი, ისინი ვიდეო და თეორიულ ტესტებსაც ჩააბარებენ. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი არბიტრები შეკრებაზე მყოფი უცხოური გუნდების ამხანაგურ მატჩებს იმსაჯებენ. რაც მათთვის სეზონის წინ კარგი პრაქტიკა იქნება.